ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც არის გარანტი ქვეყანაში მშვიდობიანობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 14:29 | 21.03.2019
ნანახია: 1356

ეს არის ადამიანი, რომელიც არის გარანტი დღეს ქვეყანაში მშვიდობიანობის, სტაბილურიბის და იმისა, რომ ჩვენს სუვერენიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ, - განაცხადა იუსტიციის მინისტმა, თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილის შესახებ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 

“ეს ივანიშვილი თქვენი ასე სახსენებელი არ არის. ბევრჯერ მკითხეთ ქალბატონო თინა, "რა იცით თქვენ?" ბატონ ბიძინაზე მე ვიცი ძალიან ბევრი კარგი რამ, რაც მას უკეთებია, მეტი არაფერი არ ვიცი და მე ვიცი, თქვენგან განსხვავებით, მისი ფასი. ბიძინა ივანიშვილის ფასი ამ ქვეყანაში არის ის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არის გარანტი დღეს ქვეყანაში მშვიდობიანობის, სტაბილურიბის და იმისა, რომ ჩვენს სუვერენიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ. ეს ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისთვის არის საკმარისი, რომ მის გვერდით ვიდგე, ვიქნები მინისტრი თუ ამომრჩეველი. მე არსად გახტომას და გამოხტომას არ ვაპირებ. არ ვიქნები ამ ხალხის მიერ ნდობაგამოცხადებული მინისტრი? ეს არ არის პრობლემა, მაგრამ მე ვიქნები ამ გუნდის წევრი და არც „ქართული ოცნების“ პარტიის წევრობა არ მჭირდება ამისთვის“, - თქვა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე