ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 10:47 | 21.03.2019
ნანახია: 885

ზუგდიდის ცენტრში სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი გზის პირას მდებარე მაღაზიას დაეჯახა.

ავტოავარიის გამო, ერთი საათის განმავლობაში მოძრაობა პარალიზებული იყო. დაშავებულია 2 ადამიანი. ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე