საქართველოდან დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა, მთლიანი ექსპორტის 50.4 პროცენტს შეადგენს

საქართველო, თბილისი - 11:51 | 19.03.2019
ნანახია: 984

2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ  დსთ-ის ქვეყნებთან 627.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.8 პროცენტით მეტია.

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 254.8 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 45.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტირებული საქონელი, ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.4 პროცენტს შეადგენს.

იმპორტის მოცულობა 372.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (14.4 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 30.2 პროცენტია .

რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 16.2 პროცენტი იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე