ზურაბ ჭიაბერაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსურ რისკებებზე საუბრობს

საქართველო, თბილისი - 14:40 | 14.12.2015
ნანახია: 1545

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსურ რისკებებზე საუბრობს.

„საავადმყოფოების მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს ათეულობით მილიონი ლარის დაგროვილ დავალიანებას კატეგორიულად უარყოფს მინისტრი დავით სერგეენკო. არადა ციფრები სულ სხვას მეტყველებენ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომ დაგეგმილ 470 მლნ ლარში ჩატეულიყო, მაშინ სამინისტროს კვირაში საშუალოდ 9 მლნ ლარი უნდა ეხარჯა. დღემდე ხარჯავდა 11 მლნ ლარს და ამიტომაც მოუწია დაგეგმილ 470 მლნ ლარზე 96 მლნ ლარის დამატება.

მაგრამ 7-14 დეკემბრის შუალედში სამინისტრომ 19 მლნ (!) ლარის დავალიანება გაისტუმრა. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ეწევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებს. სხვადასხვა მონაცემებით, დაგროვილი დავალიანება 100 მლნ ლარზე მეტია.

შემნილ მდგომარეობაზე გასულ კვირაში განცხადება გაავრცელა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც, რომელმაც აღნიშნა “ჯანდაცვის ხარჯები 2015 წელს დაგეგმილთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო. მთავრობამ 2016 წელს საკუთარ ხარჯებს მონიტორინგი გაცილებით უფრო მაღალი სიზუსტით გაუწიოს.

უძირო ქვევრი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა - რამდენიმე მიმართულებით ქმნის პრობლემას: 1. კვლევები აჩვენებს, რომ პროგრამით შეძლებულები უფრო სარგებლობენ, ვიდრე ღარიბები;

  1. იგი ხელს უწყობს ინფლაციას ჯანდაცვის სფეროში, რითაც ღარიბებს კიდევ უფრო მეტად ურთულებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას;
  2. საავადმყოფოებისადმი დავალიანება აისახება მედპერსონალის ანაზღაურებაზე, შესაბამისად, გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და პაციენტების ჯიბეზე;
  3. ერთბაშად დიდი თანხების ბაზარზე გამოსროლა, როგორც ეს გასულ კვირაში მოხდა, აისახება ლარზე”, -აცხადებს ჭიაბერაშვილი.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე