რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დიციდან 21 წლის ახალგაზრდა გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 09:37 | 18.03.2019
ნანახია: 1259

რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ დიციდან 21 წლის გივიკო ბერუაშვილი გაიტაცეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გივიკო ბერუაშვილი იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბაღში იმყოფებოდა და მიწას ამუშავებდა. ბაღი საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. 

მომხდარ ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.   


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე