სუს-ი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების გადაადგილებას არ ადასტურებს

საქართველო, თბილისი - 16:33 | 15.03.2019
ნანახია: 1266

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების გამოსვლა არ დასტურდება.

"ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხირციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს," - წერია სუს-ის განცხადებაში. 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე