ბრაზილიის სკოლაში თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:20 | 14.03.2019
ნანახია: 793

ბრაზილიაში სკოლაში მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა.

თავდასხმა ქალაქ სუზანუში მოხდა. მოკლულია ხუთი ბავშვი და ერთი მოზრდილი. ბრაზილიური პრესა ასევე იუწყება ცხრა დაჭრილის შესახებ.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ორი მოზარდი იყო, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ორივე თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე