წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი სახლის მესამე სართულიდან გადავარდა

საქართველო, თბილისი - 09:54 | 14.03.2019
ნანახია: 1072

უბედური შემთხვევა მოხდა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. 30 წლის მამაკაცი გვიან ღამით საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ალკოჰოლის ზემომქედების ქვეშ იმყოფებოდა. დაცემის შედეგად მამაკაცს ხერხემალი დაუზიანდა.  დაშავებული ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე