აზიური ფაროსანა კვლავ რჩება გამოწვევად - ლევან დავითაშვილი
საქართველო, თბილისი - 16:29 | 07.03.2019 ნანახია: 1564
„აზიური ფაროსანა კვლავ რჩება გამოწვევად და სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებისთვის ემზადება. 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვქონდა, დაგროვდა გამოცდილება, გავაუმჯობესეთ საველე სამუშაოები“, აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 2019 წელს, ახლებური მიდგომებით მეტად შედეგიანები ვიქნებით.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, რომელიც კომპლექსურია და სხვადასხვა დაავადებას უკავშირდება. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ კუთხით სამინისტრო აქტიურად მუშაობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისია ცოდნით, პრეპარატით და ტექნიკური საშუალებებით, რომლებიც დაეხმარებიან მეთხილე ფერმერებს, რათა მათ მიიღონ მაღალი ხარისხის მოსავალი.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პარალელურად, 2018 წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა კალიის, ბზის ალურას და ამერიკული თეთრ პეპელას საწინააღმდეგოდ, რამაც ხელი შეუწყო მწვანე საფარის შენარჩუნებას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სარეალიზაციო ბაზარზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის გააქტიურებას.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















