ბიძინა ივანიშვილი Forbes-ის რეიტინგში 4,9 მილიარდი დოლარით 365-ე ადგილს იკავებს
საქართველო, თბილისი - 14:24 | 06.03.2019 ნანახია: 705
მსოფლიო მილიარდერებს სიაში 465-ე ადგილიდან 365-ეზე გადაინაცვლა. ჟურნალ Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, რეიტინგში ივანიშვილმა 4,9 მილიარდი დოლარით 365-ე ადგილი დაიკავა. ერთი წლის განმავლობაში მან თავისი კაპიტალი 0,2 მილიარდი დოლარით გაზარდა. შარშან იგი მსოფლიო მილიარდერებს შორის 465-ე ადგილზე იყო.
ქართველი მილიარდერი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველად 2006 წელს გამოჩნდა, მაშინ მისი კაპიტალი 3,9 მილიარდი დოლარი იყო. ივანიშვილის მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 2008 წელს – 143-ე ადგილი 6,4 მილიარდი დოლარით.
Forbes-ის ლიდერთა სიის სათავეშია, 131 მილიარდი დოლარით, ონლაინრიტეილერი Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი. მეორე ადგილზეა Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი 96,5 მილიარდი დოლარით. ხოლო საინვესტიციო ფონდ Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელმა უორენ ბაფეტმა 82,5 მილიარდი დოლარით საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.
სულ გამოცემამ 2 153 მილიარდერი დათვალა, რომელთა მთლიანი შემოსავალი 8,7 ტრილიონი დოლარია.
თებერვალში მილიარდერების სია გამოაქვეყნა Bloomberg-მაც. Bloomberg-ის რეიტინგში პარტია "ქართული ოცნების თავმჯდომარე" ბიძინა ივანიშვილი 5,15 მლრდ დოლარით 314-ე ადგილს იკავებს.
პოლიტიკა
- "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე იქნება
- აგვისტოს ომზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ოპოზიციის წარმომადგენლები მსვლელობით აპროტესტებენ
- ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა ჩვენი ხელისუფლების მიერ - არჩილ თალაკვაძე
- აშშ-ს კონგრესში გიგი წერეთლის ეუთოს-ს საპარლამენტო ასამბლეაში საპრეზიდენტო საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა
კონფლიქტები
- სოფელ ხურჩის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
- ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მომდევნო ე.წ. სასამართლო პროცესი 25 იანვარს გაიმართება
- სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს
- ოკუპანტების მიერ ზარდიაანთკარიდან გატაცებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია
ეს საინტერესოა
- როგორ შეცვალა ვაქცინებმა მსოფლიო. ვაქცინაციის ისტორია მე -18 საუკუნიდან დღემდე
- Pantone-მა 2021 წლის მთავარი ფერები დაასახელა
- Facebook Messenger-სა და Instagram-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თვითგამანადგურებელი შეტყობინებები გააგზავნონ
- მიუნხენის აუქციონზე ჰიტლერის სიტყვით გამოსვლის მანუსკრიპტი გაიყიდა
მედიცინა
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
- Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2020 მიმდინარეობს
- თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
- საქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-ის მფლობელებს
- საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა