წელს აივ ინფექცია/შიდსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველო, თბილისი - 12:58 | 04.03.2019 ნანახია: 4151
2019 წლის 4 მარტის მონაცემებით, აივ ინფექცია/შიდსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულია 7521 აივ ინფიცირებული პირი, 5630 – მამაკაცი, 1891 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4007 პაციენტს განუვითარდა, 1540 გარდაიცვალა.
31 იანვრის მონაცემებით, არვ მკურნალობას იტარებს 4636 (4096 + 540 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (36 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 39.6 % (2976) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.5 % (3501) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
11.3 % (850) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (105) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (37) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (50) - გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2758 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 951 (აქედან ზუგდიდი - 641); შემდეგ იმერეთში 933 (ქუთაისი 455); აჭარაში 839 (ბათუმი – 543); აფხაზეთში (474); კახეთში (361) ქვემო ქართლში (387); შიდა ქართლში (285); გურიაში (157); ფოთში (113); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ.
ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:
2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672.
2019 წელს გარდაიცვალა 24 აივ ინფიცირებული. 2018 წელს - 135, 2017 წელს - 127, 2016 წელს - 168, 2015 წელს - 94, 2014 წელს - 84 პირი.
2019 წელს 15 გარდაცვლილთაგან: 18 მამაკაცია და 6 ქალი.
სულ საქართველოში გამოვლენილია 111 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 - ვაჟი, 42 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.
განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით -103 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); 4 სისხლის რეციპიენტია; 2 პაციენტის ინფიცირების გზა დაუდგენელია.
საქართველოში რეგისტრირებულია 399 ორსული პაციენტი, მათგან ჩაუტარდა არვ პროფილაქტიკა:
აივ/შიდსის დიაგნოზი საქართველოში პირველად 1989 წელს გამოვლინდა.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
საზოგადოება
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
- 25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდენის დღეა
- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს და რადგან პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავისი მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება აღარ იყო - მამა გიორგი ზვიადაძე
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















