თორნიკე შენგელია სარეკლამო კლიპში „სამეფო კარის თამაშების“ გმირს განასახიერებს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:26 | 14.02.2019
ნანახია: 1427

ბასკონიამ, სადაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ლიდერი, თორნიკე შენგელია ასპარეზობს, ესპანეთის თასის გათამაშებას სარეკლამო კლიპი მიუძღვნა. შენგელიასთან ერთად, მთავარ როლში მარსელინიო უერტასია გადაღებული.

კლიპი "სამეფო კარის თამაშების" სტილშია - ქართველი "რაინდი", რომელსაც საჭურველთმტვირთველი ახლავს, ხიდზე ბრაზილიელ თანაგუნდელს ხვდება და მთავარ "იარაღს" - ბურთს გადასცემს, რრომლითაც ბასკონია ესპანეთის თასზე ბადალონას დამარცხებას შეეცდება.

წყარო: popsport.com




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე