არ შეიძლება, აქედან უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შენ შობე და გაზარდე - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 09:33 | 11.02.2019
ნანახია: 666

არ შეიძლება, აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას, არ შეიძლება, აქედან უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შენ შობე და გაზარდე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს არ არის სიტუაცია მზად, რომ საქართველოში ემიგრანტებთან ერთად ჩავიდეს.

„მეუბნებიან, ბატონო მიხეილ, როდის ჩამოდიხართ საქართველოში? ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავდივართ საქართველოში, მაგრამ მინდა გკითხოთ თქვენ, ახლა სიტუაცია მომზადებულია, რომ ჩვენ ყველა ერთად წავიდეთ? დღეს არ არის სიტუაცია მზად, მაგრამ თუ დღეს სიტუაცია არ არის მზად, უახლოეს კვირეებში და თქვეებში ჩვენ ეს უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება, აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას, არ შეიძლება, აქედან უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შენ შობე და გაზარდე, ამიტომ ძალიან მარტივია ჩვენთვის არჩევანი. ყოველდღიურად ჩვენ გვართმევენ საქართველოს ნაწილს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ლიეჟში, კონგრესების სასახლეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს შეხვდა. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე