კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი წვევამდელი კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 10:34 | 07.02.2019
ნანახია: 1572

კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის ინციდენტი მოხდა. 

როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ახალწვეულებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. მათი ინფორმაციით, მოხდა მცირედი შელაპარაკება, რა დროსაც ემოციური ფონის გამო, ერთ-ერთი წვევამდელის კლინიკაში გადაიყვანა გახდა საჭირო. 

ის რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დაწესებულებიდან მალე გაწერენ. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე