დიმიტრი მედოევის განცხადება არის ცალსახა პროვოკაცია, რომლის მიზანია საზოგადოების დაშინება - ქეთევან ციხელაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:56 | 31.01.2019
ნანახია: 1235

დიმიტრი მედოევის განცხადება არის ცალსახა პროვოკაცია, რომლის მიზანია საზოგადოების დაშინება -საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის ინტერვიუს ეხმაურება.

„ეს განცხადება არის აბსოლუტურად აბსურდული, შეუძლებელი გახლავთ, ამიტომ მის შინაარსსა და საფუძვლებზე რაიმე ტიპის სერიოზული კომენტარს ვერ გავაკეთებ. მაგრამ, თავისთავად ფაქტი, რომ პერიოდულად ამგვარი  განცხადებები ოკუპირებული ტერიტორიებიდან კეთდება, ეს არის ცალსახა და ძალიან მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას და ერთგვარ შანტაჟს, ზეწოლას საზოგადოებაზე, ეს არის საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერა და საუბედუროდ, ყველაზე მეტად ამას გრძნობენ სწორედ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

დიმიტრი მედოევი გერმანულ გამოცემა Neues Deutschland-თან ინტერვიუში ყაზბეგს  „აღმოსავლეთ ოსეთის“ ისტორიულ ნაწილს უწოდებს და ამბობს, რომ  „ადრე თუ გვიან ეს ტერიტორია ოსეთს დაუბრუნდება“.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე