ადრე თუ გვიან ყაზბეგი ოსეთს დაუბრუნდება - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველო, თბილისი - 09:58 | 31.01.2019
ნანახია: 1291

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი გერმანულ გამოცემა Neues Deutschland-თან ინტერვიუში ყაზბეგს  „აღმოსავლეთ ოსეთის“ ისტორიულ ნაწილად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ “ოსი დიპლომატები“ ყველა დონეზე და ფორმატში „წინაპრების მიწების“ დაბრუნებისთვის ბრძოლას არასდროს შეწყვეტენ.

 „ისტორიული აღმოსავლეთ ოსეთის პრობლემა, რომელსაც საქარათველოს ხელისუფლება აკონტროლებს,  ძველია და ყოველ წელს მწვავდება. ეს მთელი ოსეთისთვის მტკივნეული საკითხია. ოსეთის აღმოსავლეთ ნაწილი ოსი ხალხის ნების წინააღმდეგ უკანონოდ მიიტაცეს ბოლშევიკებმა, როდესაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიას ქმნიდნენ“, - აცხადებს მედოევი.

მისი თქმით, ყაზბეგის ტერიტორიაზე უძველის დროიდან არსებობდა 13 ოსური სოფელი, სადაც შენარჩუნებულია „ოსური ციხე-სიმაგრეები და სალოცავები“.

„ოდესღაც მრავალრიცხოვანი მოსახლეობით დასახელბული ტერიტორია ნანგრევებად არის ქცეული. ოსური მოსახლეობა გამოძევებულია ამ ადგილებიდან. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რაზეც ოცნებობდა საქართველოს ხელისუფლება. აღმოსავლეთ ოსეთი რომელიც ავტონომიისა და შემდეგ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს მიღმა დარჩა, საქართველოს ექსპანსიის ადვილი ნადავლი გახდა“, - ამბობს მედოევი და აღნიშნავს. რომ „ადრე თუ გვიან ეს მიწები ოსეთს დაუბრნდება და ამ ტერიტორიებზე ოსები იცხოვრებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე