სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასები 100-დან 500 ლარამდე გაიზრდება
საქართველო, თბილისი - 13:31 | 28.01.2019 ნანახია: 1727საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას თქმით, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართული ყველა დანაყოფის და სხვა რამდენიმე დანაყოფის სამხედრო მოსამსახურები განახლებული სახელფასო უზრუნველყოფით ისარგებლებენ და მათი ხელფასი 100-დან 500 ლარამდე გაიზრდება.
"მხოლოდ 2019 წელს მათი რაოდენობა იქნება 7000-ზე მეტი, ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართული ყველა დანაყოფის სამხედრო მოსამსახურე მიიღებს განახლებულ სახელფასო უზრუნველყოფას, რომელიც 100 ლარიდან 500 ლარის ფარგლებში მერყეობს, წოდებებიდან გამომდინარე. თუმცა სხვა დანაყოფებიც მიიღებენ ახალ სახელფასო უზრუნველყოფას", - ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იზორიამ დაძინა, რომ სახელფასო უზრუნველყოფა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და აქვთ ამბიცია, რომ გაუმჯობესებლი სახელფასო უზრუნველყოფით ისარგებლონ მთელმა თავდაცვითმა ძალებმა სრულად და ყველა სამხედრო მოსამსახურეს ჰქონდეს გაუმჯობესებული სახელფასო პირობები.
"რაც შეეხება სახელფასო უზრუნველყოფას, ესეც ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ... უფრო გაფართოვდება სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა ვინც განახლებულ და გაუმჯობესებულ ხელფასებს მიიღებს 2019-2020 წლებში", - განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, სამინისტრო ასევე გეგმავს სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას, რომელთა წინაშეც ეს ვალდებულება სახელმწიფოს კონტრაქტით აქვს აღებული.
პოლიტიკა
- იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
- ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე - ევროკავშირის წარმომადგენლობა
- ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება - სალომე ზურაბიშვილი
- საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ - იენს სტოლტენბერგი
საზოგადოება
- „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა მიმდინარე წელს მეთერთმეტედ გაიმართება
- 15 მარტს დღის ბოლოდან 18 მარტამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში მოთოვს
- „თეგეტა აკადემიამ“ ბათუმის წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
- შესაძლოა, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლება სრულად დისტანციური გახდეს
მსოფლიო
- ჩინეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
- ოდესაზე რუსი ოკუპანტების იერიშის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა
- მოსამართლემ უარყო დონალდ ტრამპის მოთხოვნა საიდუმლო დოკუმენტების საქმის დახურვის შესახებ
- აშშ გმობს არჩევნებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და პასუხისმგებლობას აკისრებს ამ პროცესში მონაწილე ყველა პირს, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებს - მეთიუ მილერი
კონფლიქტები
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
- სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს - ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
სპორტი
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა
- ლიონელ მესი ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა და თბილისის თასის გამარჯვებული გახდა
- რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს, ბოდიში და მადლობა…დავბრუნდებით უფრო ძლიერები - ხვიჩა კვარაცხელია