ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა

საქართველო, თბილისი - 14:18 | 24.01.2019
ნანახია: 412

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა ხუან გუაიდომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტად თავი გუშინ გამოაცხადა.

აშშ-მა გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა და მოსთხოვა მადუროს, რომელსაც ქვეყნის კანონიერ პრეზიდენტად არ მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ ქმედებები არ დაუშვას.  მადურო თავს კონსტიტუციურ პრეზიდენტად მიიჩნევს და ოპოზიციის ლიდერს აშშ-ის მარიონეტს უწოდებს.

ამ მომენტისთვის აშშ-ის გარდა, გუადიო დროებით პრეზიდენტად აღიარა საქართველომ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, ჩილემ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, პანამამ, პარაგვაიმ და პერუმ. გუადიოს ასევე მხარს უჭერს ევროკავშირი. მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, ჩინეთმა თურქეთმა, მექსიკამ და ურუგვაიმ.

აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვენესუელამ 2009 წელს აღიარა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე