სავარაუდოდ H1N1-ით რუსთავში 82 წლის ქალი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 17:14 | 21.01.2019
ნანახია: 1525

H1N1-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, სავარაუდოდ, "ღორის გრიპით" 82 წლის ქალი გარდაიცვალა. 82 წლის ქალი საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში გუშინ შეიყვანეს, მას მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.

ჯერჯერობით ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, გახდა თუ არა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი H1N1.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე