წითელას აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

საქართველო, თბილისი - 13:01 | 18.01.2019
ნანახია: 1685

წითელას აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. შესაბამისი განკარგულება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდება, რომელიც 14:00 საათზეა ჩანიშნული. დღემდე, ვაქცინაცია უფასო მხოლოდ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის იყო.

ამასთან, მთავრობის სხდომაზე წითელას ეპიდემიური აფეთქების საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებზე იმსჯელებენ. არ არის გამორიცხული, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე