ფოთში, მძარცველებმა "სილქნეტის" ოფისიდან ტელეფონები წაიღეს

საქართველო, თბილისი - 12:04 | 26.12.2018
ნანახია: 1030

ფოთში " სილქნეტის" ოფისი გაქურდეს.

არსებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა შენობაში მინის კარის გატეხვით შეაღწიეს და მობილური ტელეფონები წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, პოლიციამ დანაშაულზე ორი არასრულწლოვანი დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე