ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ
საქართველო, თბილისი - 16:03 | 24.12.2018 ნანახია: 1335
საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის გენერალური პარტნიორობითა და ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით 2018 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენები დასახელდნენ. ნომინაციების მიხედვით გამოვლინდნენ: წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი, წლის საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სპორტში, წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი, წლის საუკეთესო მწვრთნელი, ოლიმპიური მოძრაობის საუკეთესო მედია მხარდამჭერი, წლის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია, ოლიმპიური სპორტის საუკეთესო პარტნიორი.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის გადაწყვეტილებით,სესიის დელეგატებმა კენჭისყრით გამოავლინეს მთავარ ნომინაციაში გამარჯვებული - 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი- ლაშა ტალახაძე. ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ: გენო პეტრიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ნიკოლოზ ბასილაშვილი. 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს ამ ნომინაციისთვის საგანგებოდ დამზადებული პრიზი - ,,ოლიმპიური ალი“ გადასცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
საქართველოს ბანკმა, როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა პარტნიორმა 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს- ლაშა ტალახაძეს და ასევე, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანს გიორგი ჩხიკვაძეს ფულადი ჯილდოები გადასცა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობა წარმატებით ხორციელდება. ჩვენი პარტნიორობის მიზანს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა, ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის და საქართველოს სახელით სპორტულ ასპარეზზე ღირსეულად წარსადგენად, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის არაერთი ჯილდოს მოპოვებისთვის. ვულოცავ წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელებულებს, ოლიმპიური ჯილდოს მფლობელებს და ვუსურვებ კიდევ უფრო დიდ წარმატებას!“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
ღონისძიების ფარგლებში ასევე დაჯილდოვდნენ ოლიმპიური ჩემპიონები, მათ გადაეცათ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები. ორდენების გადაცემის საპატიო მისია შეასრულა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლერი ხაბელოვი.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლის 30 იანვრიდან უწევს. საქართველოს ბანკი აგრძელებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში და ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას. საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის - მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.
პოლიტიკა
- მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და საზღვარგარეთ სასიამოვნო დასვენებების ჩამორთმევას - პერან მუნი
- საქართველო თავადაა მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეკითხვაა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? - ოლექსი გონჩარენკო
- ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს საჯარო - აშშ-ის საელჩო
- აუცილებელია, 20 ივნისის საქმეზე არა იმის გამოძიება, პოლიციელებმა რატომ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, არამედ რატომ მოხდა საპოლიციო ოპერაციის ისე დაგეგმვა, რომ ადამიანები დაშავდნენ - გია ვოლსკი
სამართალი
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
მსოფლიო
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Reimagine the Ride - სერვისის, ინოვაციისა და გამოცდილების სინთეზი - „თეგეტას“ ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა
- Shell-ის საავტომობილო ზეთები - ინოვაცია მოძრაობაში
- Tegeta Truck & Bus-მა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN TGX-ის გამწევები წარადგინა
- „თეგეტა ბიზნესი“ - ახალი მიმართულება ჰოლდინგმა ბიზნესფორუმზე კორპორაციულ მომხმარებლებს წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება