დონალდ ტრამპს აშშ-ის ერთ-ერთ ქალაქში შესვლა აუკრძალეს

საქართველო, თბილისი - 13:55 | 08.12.2015
ნანახია: 1618

ამერიკელი მილიარდერსა და პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს ქალაქ სენტ-პიტერსბერგში (ფლორიდის შტატი) შესვლა აუკრძალეს. ამ ფორმით ადგილობრივმა ხელისუფლებამ პასუხი გასცა ტრამპის მოწოდებას მუსლიმებისთვსი აშშ-ის კარის დაკეტვის შესახებ.

”აკრძლავა იმ დრომდე იმოქმედებს, ვიდრე არ გავაცნობიერებთ საფრთხეს, რომელიც ყველა ტრამპისგან მოდის”, - დაწერა სენტ-პიტერსბერგის მერმა რიკ კრაიზმანმა twitter-ის მიკრობლოგზე.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მუსლიმების შეშვება უნდა აიკრძალოს. მისი თქმით, მათ ამერიკა სძულთ და ქვეყანა შესაძლოა დიდი დარტყმის ქვეშ დააყენონ.

სკანდალური განცხადება ტრამპმა სან-ბერნარდინოში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატის ინიციატივა შეერთებული შტატების ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე