რუსული წყალქვეშა ნავი სირიის სანაპიროებს მიუახლოვდა

საქართველო, თბილისი - 13:42 | 08.12.2015
ნანახია: 1679

რუსული წყალქვეშა ნავი ”როსტოვ-ნა-დონუ” სირიის სანაპიროს სიახლოვეს იმყოფება.

”ინტერფაქსის” ინფორმაციით, წყალქევშა ნავი მანამდე ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში შევიდა. სააგენტოს წყაროს თქმით, ნავს არსენალში აქვს ფრთოსანი რაკეტები, რომელთა ანალოგიც უკვე გამოიყენებოდა ”ისლამური სახელმწიფოს” პოზიციების წინააღმდეგ.

ასევე ცნობილია, რომ რუსეთი სირიაში მეორე ავაიბაზის აშენებას აპირებს, რომელსაც აშ-შაირათის აეროპორტში განათავსებს. მედიის ცნობით, რუსეთი სირიაში სამხედრო ოპერაციებისთვის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმის გაგზავნასაც გეგმავს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე