„ქართული ოცნების“ ოფისთან „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას მართავენ

საქართველო, თბილისი - 12:13 | 20.11.2018
ნანახია: 738

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები მთავრობისგან ზარალის ანაზღაურებას და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ყველამ იცის, რომ დავზარალდით. ორი წელიწადია ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას, მაგრამ ამჟამად ჩვენ ვითხოვთ ივანიშვილთან შეხვედრას, რადგან ვერავინ მიიტანა იმ ადამიანამდე ამბავი სწორად. მგონი ,ვერ იგებენ რას და ვისგან ვითხოვთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე