ხობში, ხანძრისას დაშავებული 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:51 | 20.11.2018
ნანახია: 784

ხობში, ხანძრისას დაშავებული 67 წლის მამაკაცი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ მედიას განუცხადა, მამაკაცი კლინიკაში სხეულის 95-პროცენტიანი დამწვრობით შეიყვანეს და მას სასუნთქი გზების ​თერმულ-ინჰალაციურიდაზიანება ჰქონდა მიღებული.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ჭითანავების ოჯახში ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა. ოჯახში მყოფმა შვიდმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ღუმელის ანთებისას დიზელის ნაცვლად ბენზინის გამოყენებამ გამოიწვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე