1 მოკლული და 2 დაჭრილი - თავდასხმა მელბურნში

საქართველო, თბილისი - 11:58 | 09.11.2018
ნანახია: 720

მელბურნში მამაკაცი დანით პილიციელებს თავს დაესხა, გარდიაცვალა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.

მედიის ცნობით, დაპირისპირება  მას შემდეგ დაიწყო, რაც სუონსტონ სტრიტის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანს, დანით შეიარაღებული მამაკაცი როგორ ესხმის თავს პოლიციის ოფიცერს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი დააკავეს, ერთ-ერთმა პოლიციელმა მას მკერდში ესროლა, ამჟამად მამაკაცი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

პოლიციის განცხადებით, ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება.



 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე