ტყის ხანძარმა კალიფორნიაში ქალაქი პარადაისი გაანადგურა (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 11:35 | 09.11.2018
ნანახია: 914

ტყის ხანძარმა კალიფორნიის ჩრდილოეთით ქალაქი პარადაისი გაანადგურა.
ხანძარი ხუთშაბათს, დილიდთ დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ცეცხლი უკვე რვა ათას ჰეტქარზე გავრცელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დამწვარია ათასობით სახლი.


„მთელი ქალაქი ცეცხლშია გახვეული. ეს საშინელებაა“, - განაცხადა ქალქის საბჭოს წევრმა სკოტ ლოტერმა, რომელმაც ქალაქი ოჯახთან ერთად დაროვა.


ხელისუფლებამ ქალაქის მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოახდინა. საცობების გამო მცხოვრებლების ნაწილი პარადაისს ფეხით ტოვებს. საცობში ჩარჩენილ ორსულს მშობიარობა დაეწყო. რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის რეგიონიდან  50 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული.

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე