ირაკლი ღარიბაშვილი ნიჭიერი და ენერგიული ადამიანია, თუ ჩაერთვება პროცესებში, რატომაც არა – ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 13:31 | 07.11.2018
ნანახია: 60

ირაკლი ღარიბაშვილი ნიჭიერი და ენერგიული ადამიანია, თუ ჩაერთვება პროცესებში, რატომაც არა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ირაკლი ღარიბაშვილს ვაფასებ. ის არის ჩემი მეგობარი, ნიჭიერი და ენერგიული ადამიანი, თუკი ჩაერთვება, რატომაც არა. მოლაპარაკება არავის სჭირდება, ჩვენი თანაგუნდელები არიან. ცვლილებებსა და საკადრო გადაადგილებებს ადგილი არ აქვს. თუ სადმე ცვლილებები იქნება საჭირო, შეიცვლება. ირაკლი ღარიბაშვილი და ბევრი სხვა იქნება იმ ჯარისკაცად, როგორც ყოველთვის მოიაზრებოდნენ „ქართულ ოცნებაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე