სოფელ ქვემო ბოდბეში "ევროპული საქართველოს" წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საქართველო, თბილისი - 13:03 | 07.11.2018
ნანახია: 824

"ევროპული საქართველოს" წევრ ბესიკ ლაზარიაშვილს სოფელ ქვემო ბოდბეში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ევროპული საქართველოს" სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მალხაზ ფეიქრიშვილის განცხადებით, ბესიკ ლაზარიაშვილი ბრუნდებოდა მეგობრისგან სახლში გვიან საღამოს და თავს დაესხა სამი პიროვნება, რომლებმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს და იძახდნენ, რომ როდის უნდა გაჩერდე და მორჩე აქტიურობას. 

„ფიზიკურად გასწორების შემდეგ შეიყვანეს “ტუპიკში,“ იქაც საკმაოდ ძლიერად სცემეს, რის შემდეგაც ბესიკმა შეძლო თავის დაღწევა და გამოექცა, თორემ ისეთი განწყობა ჰქონდათ აუცილებლად სასიკდვილოდ გაიმეტებდნენ ამ პიროვნებას. ჩვენ მივმართეთ პოლიციას, აუცილებლად უნდა გამოიძიონ ეს საქმე და აუცილებლად უნდა დაისაჯონ სატანადოდ დამნაშავეები“, - ამბობს მალხაზ ფეიქრიშვილი.

ბესიკ ლაზარიაშვილი ამ დროისთვის სიღნაღის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე