აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგები ცნობილი გახდა

საქართველო, თბილისი - 10:40 | 07.11.2018
ნანახია: 722

ამერიკის შეერთებული შტატების შუალედური არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია. ვაშინგტონის დროით, ღამის 12 საათის მონაცემებით, რესპუბლიკელებმა მოახერხეს შეენარჩუნებინათ სენატში უმრავლესობა. მათ უკვე 51 ადგილი მოიპოვეს. აღნიშნული მონაცემებით, დემოკრატებმა სენატში მხოლოდ 41 ადგილის მოპოვება მოახერხეს. ერთ ადგილს კი დამოუკიდებლი კანდიდატი დაიკავებს.

განსხვავებული მდგომარეობაა წარმომადგენელთა პალატაში, სადაც მცირედი განსხვავებაა დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მიერ მოპოვებულ მანდატებს შორის. ამ დროისთვის, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებს 195 მანდატი აქვთ, რესპუბლიკელებს - 182.

არჩევნებამდე, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ, სენატის 100 წევრიდან 51 რესპუბლიკელი იყო, 47 - დემოკრატი, 2 - დამოუკიდებელი კანდიდატი. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები 238 მანდატს ფლობდნენ, დემოკრატები კი 197-ს.

იმისათვის, რომ დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში მაინც შეძლონ უმრავლესობის მოპოვება, 218 მანდატის მოპოვება უნდა შეძლონ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე