ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება

საქართველო, თბილისი - 15:11 | 05.11.2018
ნანახია: 3392

ვენის ალბერტინას მუზეუმის შემდეგ, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გერმანიაში, დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება. მუზეუმის საექსპოზიციო სივრცე ხუთი თვის განმავლობაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს დაეთმობა.

გამოფენაზე, სახელწოდებით K20-Kunstsammlung NRW, მიმდინარე წლის10 ნოემბრიდან 2019 წლის 10 მარტამდე ქართველი მხატვრის ნამუშევრები: „მალაკნების ქეიფი“, „ხილის დუქანი“, „ორთაჭალის ტურფა“ და ნატურმორტი პაბლო პიკასოს, ამადეო მოდილიანის, მარკ შაგალის, ვასილი კანდინსკის, კაზიმირ მალევიჩისა და სხვათა ნამუშევრებთან ერთად იქნება ექსპონირებული.

გამოფენა  მოიცავს 1910-1960 წლების პერიოდს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე