Air France-ის თვითმფრინავი ბომბის საფრთხის გამო მონრეალში საგანგებოდ დაეშვა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 08.12.2015
ნანახია: 1514

ავიაკომპანია Air France-ის კუთვნილმა Boeing 777-მა, რომელიც სან-ფრანცისკოდან პარიზში მიფრინავდა, კანადის ქალაქ მონრეალში საგანგებო დაშვება განახორციელა. მედიის ინფორმაციით, ეკიპაჟის მეთაურმა აღნიშნული გადაწყვეტილება ბორტზე ბომბის შესაძლო არსებობის გამო მიიღო.
მგზავრებმა მცირე ჯგუფებად თვითმფრინავის სალონი დატოვეს. ამ მომენტისთვის სამართალდამცავები თვითმფრინავისა და მგზავრების შემოწმებას ახორციელებენ. ბორტზე სულ 246 მგზავრი იმყოფებოდა. სხვა დეტალები არ ვრცელდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე