სომხეთის ოპოზცია რეფერენდუმის შედეგებს აპროტესტებს

საქართველო, თბილისი - 09:53 | 08.12.2015
ნანახია: 1523

სომხეთში რეფერენდუმის შედეგებს აპროტესტებენ. აქცია ოპოზიციური კავშირის, „ახალი სომხეთის“ მიერ არის ორგანიზებული. საპროტესტო მსვლელობები ერევანში თავისუფლების მოედანზე დაიწყო, შემდეგ კი მანიფესტანტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ გადაინაცვლეს. ოპოზიცია ცესკოს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს და მის გაუქმებას ითხოვს. პოლიციას ცესკოს შენობის შესასვლელი ბლოკირებული აქვს. საყოველთაო რეფერენდუმი სომხეთში გუშინ ჩატარდა. ელექტორატის 63,35 პროცენტმა ხმა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა.   





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე