დედაქალაქის 11 პრობლემური ადგილისთვის ჩარჩო-გეგმების შემუშავებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ გაუქმებულა, ის არ შედგა - მაია ბითაძე

საქართველო, თბილისი - 14:25 | 24.10.2018
ნანახია: 2279

გენერალური გეგმის პროექტით გათვალისწინებული 11 ადგილის დამატებითი ჩარჩო-გეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ გაუქმებულა. ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, პირველად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, ვინაიდან ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ წამოადგინა შესაბამისი სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

„შესყიდვების კანონმდებლობის მიხედვით, ეს ჩვეულებრივი პროცესია, თუმცა ის პირობები, რაც გენერალური გეგმის პროექტით არის დადგენილი, კერძოდ, 11 ადგილის დამატებითი ჩარჩო-გეგმების შემუშავება, აუცილებლად შესრულდება. ეს ტენდერი გამოცხადებული იყო უფრო ადრე, ვიდრე გენერალური გეგმა დამტკიცდებოდა. ჩვენ ამით დრო მოვიგეთ. გენერალური გეგმა სავარაუდოდ, ნოემბერში დამტკიცდება, მანამდე კი მერია უზრუნველყოფს ყველა პროცედურას იმისთვის, რომ  ჩარჩო-გეგმები  11 პრობლემური ადგილისთვის შემუშავდეს და ჩვენ გვქონდეს მათი სამომავლო განვითარებისთვის ზუსტი ხედვა“,  - განაცხადა მაია ბითაძემ.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე