საფრანგეთის ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის პარტია ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 12:56 | 07.12.2015
ნანახია: 1556

საფრანგეთში ულტრამემარჯვენე ნაციონალურმა ფრონტმა, რომლის ლიდერიც მარინ ლე პენია, ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში წარმატებას მიაღწია. არჩევნები 6 დეკემბერს გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, „ნაციონალურმა ფრონტმა“ 13-დან ექვს რეგიონში გაიმარჯვა და საფრანგეთის მასშტაბით ხმათა 28 პროცენტით ლიდერობს. მმართველ სოციალისტურ პარტიას და მის მოკავშირეებს ხმების 23,5 პროცენტი ერგოთ, მემარჯვენე პარტიების ჯგუფს კი - 27 პროცენტი. ნებისმიერ პარტიას, რომელსაც პირველ ტურში 10 პროცენტი მაინც ერგო, უფლება აქვს წარადგინოს თავისი კანდიდატები ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე