დამასკო საერთაშორისო კოალიციას სირიის წინააღმდეგ აგრესიაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 14:14 | 07.12.2015
ნანახია: 3482

სირიის ხელისუფლების განცხადებით, დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში სირიის არმიის პოზიციებზე საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, ავიაიერიშებს ახორციელებს.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კოალიციის ოთხმა თვითმფრინავმა სირიის არმიის ბანაკის წინააღმდგ 9 რაკეტა გაისროლა.

საგარეო უწყების განცხადებით, ინციდენეტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს უშიშროების საბჭოში საპროტესტო ნოტა უკვე გაგზავნა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე