ნატო თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას შობამდე გააძლიერებს

საქართველო, თბილისი - 13:35 | 07.12.2015
ნანახია: 1647

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი თურქეთს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება. ამის შესახებ Die Welt-ი წერს.


სტოლტენბერგის თქმით, ერაყთან და სირიასთან თურქეთის საზღვარი ”მძიმე ვითარებაშია”. მისივე თქმით, თურქეთმა 2 მილიონზე მეტი ლტოლვილი მიიღო ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამო და მოკავშირეებიდან ყველაზე მეტად დაზარალდა.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერების ღონისძიებათა პაკეტს შობამდე მიიღებს. ”დღეს უნდა განიმუხტოს დაძაბულობა და შემუშავდეს მექანიზმები, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს”, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე