„მაიკლს“ 11 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 17:27 | 12.10.2018
ნანახია: 903

აშშ-ში ტროპიკული შტორმის „მაიკლის“ შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ გაზეთი Washington Post-ი წერს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 6 გარდაცვლილის შესახებ.

ვირჯინიის შტატის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, „მაიკლს“ შტატის ხუთი მცხოვრები ემხვერპლა. 520 ათასი ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

12 ოქტომბერს დილით ქარიშხალი, რომლის ცენტრიც ჯორჯიის ცენტრალურ ნაწილზე მდებარეობდა, ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა, ქარის მაქსიმალური სიჩქარე საათში 250 კმ-ს აღწევდა. ქარიშხლისგან მიყენებული პოტენციური ზარალი მილიარდ დოლარს შეადგენს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე