მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გადაცემის ოფიციალური პროცესი დაიწყო
საქართველო, თბილისი - 09:46 | 12.10.2018 ნანახია: 276
11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის პატრიარქ ფილარეტის მიმართ ანათემა გაუქმებულად, ხოლო 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა. კიევის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გადაცემის ოფიციალური პროცესი დაიწყო.
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
„უფალმა სათანადოდ დააფასა ჩვენი შრომა. მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ საბოლოოდ გააქრო მოსკოვის იმპერიალისტური ამბიციები და შოვინისტური ფანტაზიები. არანაირი საეკლესიო დოკუმენტებით არ არის გამყარებული, რომ უკრაინა მათი კანონიკური ტერიტორიაა“, - განაცხადა პოროშენკომ.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა გუშინ დასრულდა. სტამბოლში იმყოფებიან კიევში მსოფლიო პატრიარქის მიერ მივლენილი ეგზარქოსები, რომლებიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სინოდის სხდომაზე ანგარიშით წარდგნენ.
კონფლიქტები
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის მაცხოვრებლებს ე.წ. საზღვარზე გადასვლის უფლება მისცა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
- ზაქრო ბუთხუზი ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლდა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავსტრიაში, საერთაშორისო სემინარზე არ დაუშვეს
მედიცინა
- მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია "ბერლინ-ხემის" წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
- ოქტომბრის ბოლოს გრიპის ვირუსზე 100 000 ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მოქალაქეს უფასოდ აცრიან
- საქართველო იქნება პირველი ქვეყანა გლობალურად, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს - მარიამ ჯაში
- იტალიის საუკეთესო ჰემატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციებს გამართავენ