ქალთა ციხეში მოხვედრილმა მამაკაცმა ორი მსჯავრდებული ქალი გააუპატიურა

საქართველო, თბილისი - 16:56 | 11.10.2018
ნანახია: 1081

ბრიტანულმა სასამართლომ მამაკაცს უვადო პატიმრობა მიუსაჯა იმისთვის, რომ მან თავი ტრანსგენდერად გაასაღა, და ქალთა ციხეში მოხვედრის შემდეგ იქ მსჯავრდებული ქალი გააუპატიურა. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი იუწყება.

52 წლის კარენ უაიტს, რომელიც მამაკაცდ დაიბადა, მაგრამ თავს ქლად აჩვენებდა, პატიმრობა სხვადასხვა სამართალადარღვევისთვის მიესაჯა. ის ქალაქ ლიდსის ქალთა ციხეში გადაიყვანეს, სადაც 2017 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდა.

ორი მსჯავრდებული ქალის გაუპატიურების, ორი სექსუალური  თავდასხმისა და სხეულის დაზიანებებისთვის მას სამუდამო პიტიმრობა მიესაჯა.

ლიდსის სასამართლომ დაადგინა, რომ უაიტი საფრთხეს წარმოადგენდა როგორც ქალებისთვის, ისე ბავშვებისთვის. ამ მომენტისთვის ის მამაკაცთა ციხეში იმყოფება, სადაც უნდა გადაწყდეს რომელ პენიტენციალურ დაწესებულებაში - მამაკაცთა საპატიმროში მოიხდის ის სასჯელს, თუ ქალთა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე