რაკეტა „სოიუზის“ ეკიპაჟის წევრებს ტრავმები არ აღენიშნებათ

საქართველო, თბილისი - 16:17 | 11.10.2018
ნანახია: 735

 

რუსული რაკეტის, "სოიუზის" ეკიპაჟის ორ წევრს  ტრავმები არ აღენიშნებათ. რაკეტა-მატარებელი „სოიუზი“ სტარტის დროს დაზიანდა და ყაზახეთის ტერიტორიაზე ავარიულად დაეშვა. რაკეტა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ მიემართებოდა, დღეს 6:15 საათზე აფრინდა და მალევე ამაჩქარებელი გაუფუჭდა. 

Nasa-ის და რუსული მედიის ცნობით "სოიუზი" ავარიულად დაეშვა. რუსი კოსმონავტი ალექსეი ოვჩინინი და ამერიკელი ასტრონავტი ნიკ ჰეიგი კარგ მდგომარეობაში არიან, მათ იოლად დააღწიეს თავი კაფსულას. საძიებო და სამაშველო ჯგუფები უკვე მათთან იმყოფებიან.

გავრცელებული ცნობით, ეიქმებმა ეკიპაჟის წევრბს ტრავმები ვერ აღმოუჩინეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე