ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორივე პირი ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია - HRIDC
საქართველო, თბილისი - 14:23 | 11.10.2018 ნანახია: 191
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებული ორივე პირი ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია, ხოლო მკვლელობის თვითმხილველების ამბობენ, რომ კონფლიქტის დროს საუბარი სამშობლოსა და ქართველობას ეხებოდა, - ამის შესახებ ჩართულობის და განვითარების ცენტრი და ადამიანის უფლებათა ცენტრი იტყობინება.
მათი განცხადებით, ამ დროისთვის გამოძიების მიმდინარეობისას არსებობს რიგი გარემოებები, რაც იწვევს შეშფოთებას.
მათივე ინფორმაციით, მკვლელობის მოწმეებთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ არაერთხელ შეატყობინეს საინფორმაციო ცენტრ 112-სა და კრიმინალურ პოლიციას, დაკავებული ბრალდებულების მიერ ჩადენილ მსგავს ძალადობის შემთხვევებზე, მაგრამ შეტყობინებებზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.
ორგანიზაციების განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ ბრალდებულების მიერ სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი აქტები აქამდე რეაგირების გარეშე რჩებოდა. მათივე თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქსენოფობიური, ფაშისტური ჯგუფების აქტიურობა და სიძულვილის გაღვივება დღეისათვის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.
ჩართულობის და განვითარების ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვიტალი საფაროვთან კონფლიქტისა და მკვლელობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია იყოს ის, რომ საფაროვი ბარში სტუმრებს არ ესაუბრებოდა სახელმწიფო ენაზე.
"როგორც კონფლიქტის თვითმხილველი პირები აცხადებენ, კონფლიქტის დროს საუბარი ეხებოდა სამშობლოსა და ქართველობას. ამის გათვალისწინებით, ორგანიზაციების განცხადებით, ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა, სავარაუდოდ, განხორციელდა ქსენოფობიურ ნიადაგზე, რაც გულისხმობს უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშს ან/და სიძულვილს", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.
ისინი მიიჩნევენ, რომ საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რადგან საქმის გარემოებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-მუხლით ჩადენილი დანაშაული. კერძოდ, როგორც ორგანიზაციები აცხადებენ, ვიტალი საფაროვის მკვლელობა არის ჩადენილი ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.
ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ყურადღება გაამახვილოს და უზრუნველყოს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აწარმოოს შესაბამისი კვალიფიკაციით.
ორგანიზაციების განცხადებით, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს, თუ რა იყო მკვლელობის ჩადენის მოტივი, იკვეთება თუ არა სიძულვილის მოტივი. აღნიშნულის დადგენა ხელს შეუწყობს სრულყოფილი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას.
ცნობისთვის, უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 30 სექტემბერს მოკლეს.
კონფლიქტები
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბერლინში გამართულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა
- დიმიტრი მედოევის განცხადება არის ცალსახა პროვოკაცია, რომლის მიზანია საზოგადოების დაშინება - ქეთევან ციხელაშვილი
- ადრე თუ გვიან ყაზბეგი ოსეთს დაუბრუნდება - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ მოქალაქე დააკავეს
ბიზნესი
- ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის უნიკალური PLUS გამოცდილება ის, რასაც ფულით ვერ იყიდი
- SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა "ხავერდის მზე" გაიმართება
- საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია რედკო და სამშენებლო კომპანია ანაგი თანამშრომლობას იწყებენ
- PSP-ში ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური აქციები მიმდინარეობს
თავდაცვა
- კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი წვევამდელი კლინიკაში გადაიყვანეს
- ხვალიდან, სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყება
- სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასები 100-დან 500 ლარამდე გაიზრდება
- 2019 წლის მთავარი პრიორიტეტი იქნება თავდაცვის ძალების ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე ორგანიზება - ლევან იზორია
სპორტი
- ფეხბურთის ფედერაცია თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
- ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
- თორნიკე შენგელია სარეკლამო კლიპში „სამეფო კარის თამაშების“ გმირს განასახიერებს (ვიდეო)
- ბრიტანეთის პოლიციამ ფეხბურთელ ემილიანო სალას სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა