სელენა გომესი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 11.10.2018
ნანახია: 1235

ამერიკელი მსახიობი და მომღერალი სელენა გომესი ნერვული აშლილობით ისევ საავადმყოფოში მოხვდა.

26 წლის მომღერალი ბოლო ორი კვირის განმავლობაში საავადმყოფოში უკვე მეორედ გადაიყვანეს. კლინიკაში სელენა მისმა ერთ-ერთმა ნათესავმა მიიყვანა. გომესი ხშირად უჩივის ჯანმრთელობის გაუარესებას სისხლში ლეიკოციტების არასაკმარისი რაოდენობის გამო, რამაც ამ ჯერზე მისი ფსიქიკური კრიზისი გამოიწვია.

გავრცელებული ცნობით, მომღერალს სამედიცინო დაწესებულების დატოვება სურდა, თუმცა ექიმებმა ამის საშუალება არ მისცეს. ამ დროისათვის გომესი ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე