ავღანეთში, სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, 9 სამხედრო მოსამსახურეს ბრალი წარედგინა

საქართველო, თბილისი - 12:36 | 11.10.2018
ნანახია: 842

ავღანეთში, სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, 9 სამხედრო მოსამსახურეს ბრალი წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს 3 000-3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
ჯარისკაცები ზაფხულში ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-ს კონტიგენტის სამხედრო პოლიციის მიერ გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების თანახმად, სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ბაზაზე არსებული მაღაზიიდან 7 ათას დოლარამდე ღირებულების ნივთები მოიპარეს.

გამოძიების დაწყებისთანავე სამხედრო მოსამსახურეები ვადაზე ადრე დააბრუნეს საქართველოში, გამოძიება კი კვლავ გრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე