ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:49 | 05.10.2018
ნანახია: 1114

5 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6186 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6198 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0117 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0125 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.08 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4245 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.4152 ლარი ეღირება. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 ოქტომბერიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე