მაია ოთინაშვილის გატაცება და დაპატიმრება რუსეთის ფედერაციის რეალური სახეა - თენგიზ ფხალაძე

საქართველო, თბილისი - 14:10 | 05.10.2018
ნანახია: 1277

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, ხურვალეთიდან გატაცებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებით, მუდმივ კოორდინაციაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან და მაქსიმალურ ძალისხმევას ავლენს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად გადასაჭრელად. 

მისი განცხადებით, ეს არის ოკუპაციის და რუსეთის ფედერაციის - საოკუპაციო ძალის რეალური სახე, რომელიც რეალურ ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

თენგიზ ფხალაძის თქმით, იმისათვის, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას გამოიყენება ყველა საერთაშორისო მექანიზმი, ჩართულია ყველა ჩვენი პარტნიორი. 

"რაც შეეხება თავად არსებულ ვითარებას, ამას აქვს ორი შემადგენელი, პირველი ეს არის სუფთა ადამიანური, ჰუმანიტარული, რაც გულისხმობს იმას, რომ ქალბატონი - შვილების დედა არ შეიძლება იყოს იზოლატორში, იმისათვის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. და რაც ეხება პოლიტიკურ განზომილებას - სრული აბსურდია, რომ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში გადაადგილებისათვის იტაცებენ, იჭერენ და რაღაც შეთითხნილ სასამართლო პროცესებს უწყობენ“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე