Facebook-მა ფოტოებისა და ვიდეოების ნამდვილობის შესწავლა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:25 | 14.09.2018
ნანახია: 971

Facebook-მა ფოტოსურათებისა და ვიდეოების ნამდვილობის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ პროდუქტების მენეჯერმა ანტონია ვუდფორდმა განაცხადა.

მისი თქმით, მანამდე ფაქტჩეკინგი, რომელსაც ძირითადად ადამიანები ასრულებდნენ, ტქსტური შეტყობინებების მიმართ მოქმედებდა.

ვუდფორდის თქმით, კომპანია აქტიურად მუშაობს ახალ ტექნოლოგიებზე, რათა დეზინფორმაციის სხვადასხავა ფორმები გამოავლინოს.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ახალ მეთოდებს შორის არის სოციალური ქსელის მომხმარებლებთან კავშირი. შერჩეული ფოტოები და ვიდეოები Facebook-ის დამოუკიდბელ პარტნიორებს ფაქტჩეკინგზე ეგზავნებათ, რომლებიც ფლობენ მსგავსი მასალების ვიზუალური შესწავლის ტექნიკას.

აგვისტოში Facebook-დან და  Instagram-დან 650-ზე მეტი გვერდი წაშალეს. სოციალური ქსელის ხელმძვანელობის განცხადებით, ამ გვერდებზე გამოქვეყნებული მასალები მიმართული იყო მომხმარებლების დეზინფორმაციისაკენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე