"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს არ წარადგენს

საქართველო, თბილისი - 17:56 | 06.08.2018
ნანახია: 72

"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს. აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

„დღეს შედგა პარტიული შეხვედრა, სადაც განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, მივიღეთ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ჩართვის თაობაზე. მიღებული იქნა პრინციპული გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნება“ არ წარადგენს თავის კანდიდატს არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატების სრულ სიას გადახედავს და მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე