აბანოთუბანში მდებარე მეჩეთიდან კომპიუტერი მოიპარეს

საქართველო, თბილისი - 13:02 | 03.12.2015
ნანახია: 1630

აბანოთუბანში მდებარე მეჩეთში მისულ მორწმუნეებს დღეს სამლოცველო გაძარცვული დახვდათ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მეჩეთთან კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა განაცხადა, რომ საღამოს მან დაკეტა მეჩეთი, დღეს დილით, კი ფანჯარა დახვდა გატეხილი. მისი თქმით, მეჩეთში დაზიანებული არაფერია, თუმცა წაღებულია კომპიუტერი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე საქმე 177-ე ქურდობის მუხლით არის აღძრული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე